7-ქალა | ახალი საერთაშორისო გამოცდილება აიას გოგონებისთვის

1 week ago 7

ქუთაისის ‘აიას’ 7-ქალა გუნდმა, ყაზახეთის ასაკობრივ 7-ქალას ჩემპიონატში ითამაშა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ტურნირში 7 გუნდი მონაწილეობდა და ის წრიული სისტემით ჩატარდა. ქართველმა გოგონებმა პირველ დღეს სამივე თამაში მცირე სხვაობით დათმეს, მეორე დღეს კი სამივე თამაში მოიგეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ტიხონი ხახალეიშვილის თქმით, პირველ დღეს გოგონებს გამოცდილება დააკლდათ, თორემ შედეგი უფრო უკეთესი იქნებოდა:

ალმათიში ტურნირის წინა დღეს, საღამოს ჩავფრინდით და პირველი თამაში ყაზახეთის ჩემპიონთან გვქონდა. სამწუხაროდ საქართველოში თამაშების ნაკლებობა გვაქვს, უმეტესად თაგ-რაგბს ვთამაშობთ და პირველ დღეს ადაპტაცია გაგვიჭირდა. შემადგენლობაში გვყავდა ორი გამოცდილი მოთამაშე, თუმცა ასევე გვყავდა 13 და 15 წლის მოთამაშე. მიუხედავად ამისა, გოგონებმა მეორე დღეს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს და სამივე თამაში მოიგეს“.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა