რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და კიევზე საჰაერო შეტევები მიიტანეს, რაც მსხვერპლის გარეშე ვერ დასრულდა: დაღუპულია ორი, დაჭრილია მინიმუმ, 8 ადამიანი.
კიევზე მთელი ღამისა და დილის განმავლობაში მასირებული შეტევა იყო: თავდაპირველად უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს, მერე კი დრონებით შეუტიეს.
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კარგად მუშაობის მიუხედავად, რამდენიმე დრონი მიზანს მოხვდა, სამიზნე კი საცხოვრებელი კორპუსები იყო.
სულ უკრაინისკენ რუსმა ოკუპანტებმა 4 ბალისტიკური რაკეტა და 142 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.