7 გოლი და გამარჯვება სახლში - მადრიდულ დერბიში ატლეტიკომ იმარჯვა

1 week ago 10

ლა ლიგის მე-7 ტურის მთავარი დაპირისპირება დაძაბული სცენარით დასრულდა. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართული მადრიდული დერბი „ატლეტიკოს“ დამაჯერებელი გამარჯვებით – 5:2 დასრულდა.

თამაში ბრწყინვალე სისწრაფით დაიწყო. უკვე მე-14 წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ – თავი ლე ნორმანმა გამოიჩინა. თუმცა „რეალმა“ მალევე იპოვა რიტმი: კილიან მბაპემ (25’) და არმან გიულერმა (36’) სამეფო კლუბი წინ გაიყვანეს.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთებში სიურპრიზი მოუტანა ალექსანდერ სორლოტმა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

შესვენების შემდეგ კი სცენა მთლიანად დიეგო სიმეონეს გუნდს ეკუთვნოდა. ალვარესმა დუბლი შეასრულა (51’, 63’), ხოლო მატჩის საბოლოო წერტილი ანტუან გრიზმანმა დასვა (90+3’).

ატლეტიკო 5-2 რეალი

გოლები: 1-0 ლე ნორმანი (14’), 1-1 მბაპე (25’), 1-2 გიულერი (36’), 2-2 სორლოტი (45+3’), 3-2, 4-2 ალვარესი (51’, 63’), 5-2 გრიზმანი (90+3’)

ამ გამარჯვებით „ატლეტიკომ“ 12 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე ავიდა, მაშინ როცა "რეალი“, მარცხის მიუხედავად,უ7 18 ქულით ისევ პირველ პოზიციას ინარჩუნებს.

შემდეგი ტურში "რეალი" "ვილიარეალს“ მიიღებს, "ატლეტიკო" "სელტას" ესტუმრება.

სრულად წაკითხვა