1. მადლიერების პრაქტიკა
ყოველდღე ჩამოწერეთ 3-5 მიზეზი, რის გამოც მადლიერი ხართ საკუთარი თავის. ეს შეიძლება იყოს როგორც მოგონებები წარსულიდან, ასევე ის ყოველდღიური ამბები, რაც ახლა ხდება.
ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ შეამჩნიოთ ღირებული მომენტები ყველაზე რთულ დროსაც კი.
შემჩნევა კი დაგეხმარებათ იგრძნოთ უამრავი საინტერესო ამბავი თქვენს ირგვლივ, რომელიც რეალურად ყოველდღიურად ხდება,მაგრამ მის მნიშვნელოვნებას ვაქრობთ რაღაც გრანდიოზულის მოლოდინში.

2. გაუგზავნელი წერილები
დაუწერეთ წერილები თქვენს თავს ან დედას,ან ნებისმიერ ადრესატს,ვისთანაც გსურთ ემოციური კავშირი დაამყაროთ.მოუყევით ყველაფერი,რისი თქმაც გსურთ: თქვენს გრძნობებზე, მოგონებებზე, მადლიერებაზე, იმაზე, რისი განხილვის დროც არ გქონდათ.
წერილები დაგემარებათ იპოვოთ თქვენი ემოციური ბმის სუბიექტი,სახელი დაარქვათ თქვენს ემოციას და იყოთ გულწრფელი მის გამოხატვაში.
3. ემოციების დღიური
ჩაწერეთ თქვენი ემოციები ცენზურის და განსჯის გარეშე. ეს დაგეხმარებათ შეამციროთ ემოციური დაძაბულობა და მიიღოთ ყველა ის გრძნობა, რომელიც გაწუხებთ.გახსოვდეთ,ემოციებით შევიგრძნობთ ცხოვრებას და ყველა მათგანს,აქვს ლეგიტიმური უფლება იყოს ჩვენში.გამოუხატავი
ბრაზი, შიში, დანაშაულის შეგრძნება, სასოწარკვეთა,გვანგრევს და მათი დღიურთან გაზიარება,ზოგჯერ შვებისმომგვრელი თერაპიული გზაა მათგან გადსათავისუფლებლად.
4. დიალოგი შინაგან სიბრძნესთან
დაწერეთ კითხვა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გაწუხებთ და შემდეგ მიეცით საკუთარ თავს უფლება რომ დაწეროთ პასუხი ისე, თითქოს მას თქვენი ყველაზე ბრძენი ნაწილი პასუხობს.
ხშირად ჩვენ უკვე ვიცით საჭირო პასუხები,მაგრამ შინაგანი ბლოკები არ გვაძლევს უფლებას ამოვთქვათ და მით უფრო ვენდოთ ჩვენს პასუხებს.თუ პასუხი გაცემული იქნება თქვენი შინაგანი ბრძენის მიერ,მას გონება მეტი პატივისცემით და ლეგიტიმაციით მიიღებს
5. ჩემი რესურსები
შეადგინეთ სია, რაც გაძლევთ ძალას: ადამიანები, ადგილები, მოქმედებები, აზრები. მიმართეთ ამ სიას მაშინ, როდესაც იგრძნობთ, რომ ძალა აღარ გაქვთ.
გაითამაშეთ სცენები გონებაში,თუ საშუალება გექნებათ რეალურ ცხოვრებაშიც.
6. წერილი მომავლიდან
დაწერეთ წერილი, რომელიც მიიღეთ თქვენი მომავალი მესგან, მან უკვე გამოიარა ის რთული პერიოდი, რომელსაც ახლა გადიხართ. ბუნებრივია იცის ფინალიც და გაგრძელებაც. რას ეტყოდით დღეს საკუთარ თავს ამ პერსპექტივიდან?!
რა გამამხნევებელი სიტყვების გაზიარება გსურთ მისთვის?!
სურათი რომელსაც აღწერთ,იქნება თქვენი მომავლის მოდელირებული ვერსია და მნიშვნელოვანია გახსოვდეთ,ჩვენ არასდროს ვიგონებთ მომავალს,რომლის პოტენციურ განხორციელებასაც,საკუთარ შესაძლებლობებში ვერ ვხედავთ.
ეკა ჩემია – პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი