გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში გადასვლიდან 6 თვეში შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს!
როგორც ინგლისურ მედიაში იწერება, ტოტენჰემი სერიოზულად განიხილავს, რომ ქართველ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, ამ ოდენობის თანხას კი ვილიარეალს ძალიან, ძალიან იშვიათად უხდიან.
თავის მხრივ, ახალ კლუბში გიორგი ფეხს ახლა იკიდებს და ნდობასაც იკრებს, თუმცა მისი სამომავლო ტრანსფერი გამორიცხული მაინც ვერ იქნება.
ტოტენჰემი სონისა და კეინის გაშვების შემდეგ ახალი, მობილური გუნდი ხდება, სადაც თავს სწრაფი და მოქნილი ფეხბურთელები იყრიან, გიორგი მიქაუტაძე კი სწორედ ასეთი ერთ-ერთი გახლავთ.