12
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია;
ბოლო წლებში, 47 დაკარგული ბავშვი ვერ იპოვა შს სამინისტრომ.
მხოლოდ გურიკას კი არ ეძებს დედა უკვე 12 წელია.
ამ ქვეყანაში, მხოლოდ ერთი დედა კი არ ცხოვრობს ამ გაუსაძლის ტკივილში.
არამედ, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 8 წელიწად-ნახევარში:
● დაიკარგა – 1222 ადამიანი
● დარჩა მოსაძებნი – 487
● აქედან, არასრულწლოვანი – 47
წელიწადში საშუალოდ 6 დაკარგულ ბავშვს და 51 სრულწლოვანს ვერ პოულობს შსს – ვერც მკვდარს, ვერც – ცოცხალს. ისე, რომ მათმა პატრონმა არც იცის, რა ქნას, როგორ ილოცოს.
ეს მონაცემები, კატასტროფულად მაღალია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. რაც იმას ნიშნავს, რომ არაეფექტურად და გაუმართავად მუშაობენ შესაბამისი უწყებები. უფრო, სწორად, ვერ/არ მუშაობენ.
სამაგიეროდ – ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს იზრდიან და იზრდიან. ახალ, ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობენ; ხალხს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ; სიმართლის თქმისთვის სცემენ; პოლიციელებს კონკურსის გარეშე ასაქმებენ.
ჩვენი შვილები იკარგებიან, იძარცვებიან, იჩაგრებიან.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·