„42 წლის კაცმა 15 წლის გოგო ცოლად მოიყვანა და ამას საჯაროდ ტელეგადაცემაში ჰყვება“ – „პრაიმშოუს“ გადაცემას საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა

1 month ago 12

პრაიმშოუს“ წინა გადაცემის სტუმრები ილუზიონისტი, გია ფარადაშვილი და მისი მეუღლე, ირინა ფარადაშვილი იყვნენ. მათ თავიანთი 25-წლიანი სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ გია ფარადაშვილი 27 წლით უფროსია თავის მეუღლეზე. ირინა 15-იოდე წლის იყო, როცა წყვილმა იქორწინა.

აღნიშნულ გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჟამერაშვილი, წერს:

„42 წლის კაცმა, 15 წლის გოგო ცოლად მოიყვანა, ამას საჯაროდ ტვ იმედის ეთერში ყვება და წამყვანებიც პირდაღებულნი უკრავენ ტაშს.
ამას იმიტომ ვწერ რომ იცოდეთ რა ორღობე ტელევიზიაა ტვ იმედი, რის პროპაგანდას ახდენენ მათ გადაცემაში და ასევე საქართველოში ცნობილი ილუზიონისტი გია ფარადაშვილი თურმე პედოფილი რომ ყოფილა“.

წყარო: metronome.ge

სრულად წაკითხვა