2025 წლის 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 14 პირს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდა და ისინი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. შედეგად, ამავე საქმეზე სულ 22 პირი გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმებით. მათგან 21 რამდენიმე თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, ხოლო კიდევ ერთი დაკავებული დეკემბერში გირაოთი გაათავისუფლეს.
დღეს თავდაპირველად რვა ბრალდებული გაათავისუფლეს, მათ შორის ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, თემურ ქურციკიძე და ვახტანგ ფიცხელაური, რომელთაც ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და/ან სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდების მცდელობაში ედებოდათ. ხოლო ავთანდილ სურმანიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
მოგვიანებით, კიდევ ექვსი ბრალდებული გაათავისუფლეს, მათ შორის სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, გიორგი ქორქია, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია და ხვიჩა გოგოხია. მათაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და/ან სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდების მცდელობაში ედებოდათ ბრალი.
თოთხმეტივე ბრალდებული არეულობის შემდგომ კვირებში დააკავეს და გათავისუფლებამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული და განაცხადეს, რომ ნანობდნენ თავის საქციელს, რის საფუძველზეც მათთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა. მათ სამწლიანი პირობითი სასჯელები შეეფარდათ.
This post is also available in:

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·