“4 ოქტომბერს ძალოვანები ხალხის მხარეს ნამდვილად გადმოვლენ, რაც რეჟიმის დასასრულის ტოლფასია” – მაია ორჯონიკიძე

2 weeks ago 16

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე კონკრეტულ მოლოდინებს გამოთქვამს 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით:

მოკლე ანალიზის საფუძველზე ნათლად იკვეთება, რომ 4 ოქტომბერს ძალოვანები ხალხის მხარეს ნამდვილად გადმოვლენ, რაც რეჟიმის დასასრულის ტოლფასია. ოღონდ ამისთვის ორი წინაპირობაა აუცილებელი:

1. ხალხი უნდა იყოს ძალიან ბევრი;

2. ხალხმა უნდა იბრძოლოს ფიზიკურად – ბოლომდე.

ამდენად, რეჟიმის დასასრული ნამდვილად ხალხის ხელშია და არა რომელიმე პოლიტიკოსისა თუ პარტიის – ეს ბრძოლა ეროვნულ-სახალხო და ზეპარტიულია. ნება, შეუპოვრობა და თავგანწირვა  -ესაა გამარჯვების ერთადერთი მუშა ფორმულა. და თუ პოლიციელები ამას დაინახავენ, ვერანაირი ბიძინა, კობახიძე და “ჯეკა” ვერაფერს შეცვლიან.

თავისუფლება ახლოა ისე, როგორც არასდროს!🇬🇪” – წერს მაია ორჯონიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა