4 ოქტომბერს მე დამხობას არ ველოდები, თუ მოხდება დამხობა, ისევ ბიძინას გაკეთებული იქნება – ია ფარულავა

1 week ago 13

წაკითხვა: 48

ია ფარულავა ამბობს, რომ 4 ოქტომბერს არ ელოდება დაანონსებულ დამხობას, რადგან ამას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება, ხოლო, თუ მაინც მოხდა, ეს ისევ ბიძინა ივანიშვილის სცენარის ნაწილი იქნება.

ამ საკითხზე მან ტვ “პირველი”-ს ეთერში ისაუბრა.

“მე არ ვიცი 4 ოქტომბერს რა იქნება, მაგრამ ერთადერთი იქნებ მოთხოვნა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სინდისის პატიმრები გაათავისუფლონ ციხეებიდან, ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა  ჩემი აზრით. მე დამხობას არ ველოდები, რადგან დამხობას სჭირდება ისეთი მოსამზადებელი პერიოდი, ფინანსები. თუ მოხდება დამხობა, ისევ ბიძინას გაკეთებული იქნება, სხვა შანსი არ არსებობს , ეს ისევ ბიძინას სცენარის ნაწილი იქნება, მე ასე ვფიქრობ”- თქვა ია ფარულავამ.

მანვე მოუწოდა ხალხს, რომ 4 ოქტომბერს ამერიკული დროშებით მივიდნენ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა