4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

2 hours ago 2

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო ალ­ბუ­თაშ­ვილ­სა და და­ვით სტუ­რუ­ას 5-5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ია და­რახვე­ლი­ძეს კი 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა

4 ოქ­ტომ­ბერს, ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მი, გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და კი­დევ 6 პირი – ია და­რახვე­ლი­ძე, და­ვით ჟღენ­ტი, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ია, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძე, ზაქ­რო ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი და და­ვით სტუ­რუა სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.მისი გა­ნა­ჩე­ნით, ექვს მათ­განს 5-5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, ია და­რახვე­ლი­ძეს კი 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ექი­მი გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ასე­ვე, გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ია და­რახვე­ლი­ძეს, ის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას არ დას­წრე­ბია. მის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა, მო­სა­მარ­თლის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის შემ­დეგ აღ­სრულ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 4 ოქ­ტომ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ ყვე­ლა მათ­განს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მათ ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი­თაც აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­ერ­თო ჯამ­ში, 4 ოქ­ტომ­ბერს, ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი 64 პი­რი­დან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა 22 პირს გა­უ­ფორმ­და.

სრულად წაკითხვა