36 წლის ბრაზილიელი მეკარე ნეტო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ბოტაფოგოში“ გააგრძელებს.
ფეხბურთელმა ბრაზილიურ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ნეტო ბოლო პერიოდში „ბორნმუთში“ თამაშობდა, მანამდე კი მისი კარიერა მოიცავდა ისეთ ცნობილ გუნდებს, როგორიცაა „არსენალი“, „ბარსელონა“, „ვალენსია“, „იუვენტუსი“, „ფიორენტინა“ და „ატლეტიკო პარანაენშე“.