16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც სოლიდარობას უცხადებენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.
მათი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.
მანამდე ექვსმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ("საფარი", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "მედიის განვითარების ფონდი", „სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]") განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი მიიღეს, რომელშიც "გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის დარღვევას, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად." თავად წერილი არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გაუსაჯაროებიათ.
“თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა“, - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა“- Europe Foundation; „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - Civic Movement for Freedom; „ყვარლის ევროკლუბი“ - EuroClub Kvareli; „სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი“; „საქართველოს ევროპული ორბიტა“ - Georgia's European Orbit; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ - Economic Policy Research Center ‒ EPRC; „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“ - Civil Solidarity Fund; „სასამართლოს გუშაგი“ - GeorgianPrevention For Progress; „პრევენცია პროგრესისთვის“ - Prevention For Progress; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“- (DRI); „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ - (EGI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - Georgian Young Lawyers’ Association; „მწვანე ალტერნატივა“ - Green Alternative; „უფლებები საქართველო“ - Rights Georgia; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ – IDFI; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ – GDI; „თბილისი პრაიდი“; „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" - Tolerance and Diversity Institute (TDI); „საქართველოს მომავლის აკადემია“ - Georgia’s Future Academy; „მედიაომბუდსმენი“ - Mediaombudsman; „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - Georgian Charter of Journalistic Ethics; „ბათუმელები“ - Batumelebi.ge; „ნეტგაზეთი“ - netgazeti.ge; „პროაქტივ ჯგუფი საქართველო“; „მედია კლუბი“ - Media club; „სტუდია რე“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - HRC; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“; EECMD – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“; „კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“ - International Center on Conflict and Negotiation; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „სამოქალაქო იდეა“ - Civic Idea; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ - Women's Initiative Supporting Group.