32 წლის წინ დაცემული სოხუმის მცველებისა და სხვა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას საზოგადოებამ პატივი მიაგო

1 week ago 7

გმირთა მოედანზე, სამახსოვრო მემორიალთან დღის განმავლობაში იკრიბებოდნეენ დაცემულ მებრძოლთა დედები, ოჯახის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული მეგობრული უცხო ქვეყნების დიპლომატები.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და სხვები.

საღამოს საათებში „აფხაზეთი საქართველოა – არა რუსულ რეჟიმს“ – ამ სლოგანით გმირთა მოედნის მემორიალიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ დევნილები, რომლებსაც ეჭირათ ბანერები წარწერით: „ერთად ერთისთვის – აფხაზეთისთვის“.

გარდა ამისა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც პერმანენტულ პროტესტში ამ დრომდე არიან ჩართული.

აქციის მონაწილეებისგან ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, არა რუსულ ოცნებას“. პარლამენტის შენობასთან მისვლამდე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა.

სრულად წაკითხვა