32 წლის ნახევარმცველმა მატეო პოლიტანომ „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
იტალიელი ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდში 2018 წელს „ინტერიდან“ იჯარით გადავიდა, რის შემდეგაც „ნაპოლიმ“ მისი კონტრაქტი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
პოლიტანომ „ნაპოლის“ მაისურით 238 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 34 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ით მისი საბაზრო ღირებულებას 10 მილიონ ევროს შეადგენს.