31 მაისს, ბათუმში, ქუჩაში კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – პროკურატურა

9 hours ago 1

10.06.202610.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ბათუმში კაცის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს.

საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კაცს ქუჩაში, გამვლელების თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე მყოფებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

დაზარალებული კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლსა და შვილს ელოდებოდა, რომლებიც მიმდებარედ, სილამაზის სალონში იყვნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 8 დღის შემდეგ, 8 ივნისს დააკავა.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა