,,3 წლის შვილი ხელში ჩამაკვდა, შემდეგ მეუღლე დამეღუპა” – ცხოვრება ტრაგედიების და გაფანტულ სკლეროზისფონზე: მარიკა ქაჯაიას უმძიმესი ისტორია

3 hours ago 1

მა­რი­კა ქა­ჯა­ია დღეს­დღე­ო­ბით ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა – გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

მის ცხოვ­რე­ბა­ში ეს არ ყო­ფი­ლა ერ­თა­დერ­თი გან­საც­დე­ლი.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი ის ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში საუბრობს.

,,ბევ­რი მძი­მე ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა… სამი წლის შვი­ლი ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა… მე­ო­რე შვი­ლი მაგ დროს 10 თვის მყავ­და. მა­ნა­მე ორი­ვეს ყი­ვა­ნახ­ვე­ლა შეხ­ვდა. სან­დრი­კა ძა­ლი­ან და­ა­სუს­ტა, ანო ძუ­ძუ­ზე მყავ­და და იმ­დე­ნად არ შე­ე­ტყო. მა­შინ პარ­ლა­მენ­ტში ვმუ­შა­ობ­დი, ქა­ლა­ქი­დან შორს გას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, ამი­ტომ კო­ჯორ­ში პა­ტა­რა სახ­ლი ვი­ქი­რა­ვეთ, სა­დაც ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა მინ­დო­და, რომ ცოტა მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ.

იმ დი­ლას სან­დრი­კას აღე­ბი­ნა, „რე­გიდ­რო­ნი“ და­ვა­ლე­ვი­ნე, ცოტა ხან­ში „პი­უ­რე“ მომ­თხო­ვა, გა­ვუ­კე­თე, ვა­ჭა­მე და ჩა­ე­ძი­ნა. მე გა­რეთ სა­რე­ცხს ვფენ­დი და უც­ბად დედა, მიშ­ვე­ლეო. ბავ­შვს სა­ხე­ზე სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ჰქონ­და. ცივი ოფლი ას­ხამ­და. დედა, მო­მე­ფე­რეო – ხელ­ში ავიყ­ვა­ნე. რა გჭირს დედა-თქო და კრუნ­ჩხვა გან­ვი­თარ­და… „იაშ­ვილ­ში“ წა­ვე­დით, აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს, უკე­თე­სო­ბას ვე­ლო­დით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს… ორი კვი­რის მოხ­დი­ლი ჰქონ­და და რთულ ფორ­მებ­ში ჰქონ­და, მაგ­რამ ისე­თიც არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რომ ეს შე­დე­გი დამ­დგა­რი­ყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ დი­აგ­ნო­ზი არ მაქვს… იმ პე­რი­ოდ­ში რა­ზეც იყო ეჭვი, იმის ანა­ლი­ზე­ბი გა­უ­კე­თეს და გერ­მა­ნი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ. ექი­მე­ბის ეჭვი არ და­დას­ტურ­და. პა­სუ­ხე­ბი რომ ჩა­მო­ვი­და, ბავ­შვი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო… ამი­ტომ, რა მოხ­და, ეს დღემ­დე კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა… მას შემ­დეგ 20 წელი გა­ვი­და.

მე და მე­უღ­ლე თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობ­დით… ასეთ დროს, ოჯა­ხი უნდა შე­იკ­რას, ჩვენ კი თით­ქოს ერ­თმა­ნეთს გა­ვე­ქე­ცით. თი­თო­ე­ულს ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტე­ბი გვქონ­და… მერე სხვა გზა არ მქონ­და, თვე­ე­ბის შვი­ლი მყავ­და და ცხოვ­რე­ბა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ბავ­შვი ფეხ­ზე და­მე­ყე­ნე­ბი­ნა… მე­უღ­ლეც მძი­მედ იყო, მისი დახ­მა­რე­ბა, შვე­ლაც გა­დავ­წყვი­ტე. სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი – სა­ნამ აქ ვარ და იმ­ქვეყ­ნად ჯერ არ მივ­დი­ვარ, მოდი, ვი­სუნ­თქებ-მეთ­ქი.

პარ­ლა­მენ­ტში ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­საც შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, მეც არ და­ვუ­ჯე­რე სხვებს და ის ყვე­ლა­ფე­რი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხა. ძა­ლი­ან გთხოვ, თავს მი­აქ­ციე ყუ­რა­დღე­ბაო… კი, მაგ­რამ მაგ დროს რთუ­ლია არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა. სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბაც მო­დის, ბევ­რი პრო­ტეს­ტი და გინ­და, ის ყვე­ლა­ფე­რი მტკივ­ნე­უ­ლი იყოს. რაც მე­ტად მტკი­ო­და, ვცდი­ლობ­დი, რომ ცხოვ­რე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მი­ზა­ნი ის იყო, რომ ყვე­ლა­ნი გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით…

ერთხე­ლაც, ჩემ­მა ქმარ­მა მი­თხრა – მოდი, მა­რი­კა, გა­მიშ­ვი, მე წა­ვალ სან­დრი­კას­თან და შენ და ანომ იცხოვ­რე­თო. ეს სი­ტყვე­ბი იყო და მე­სა­მე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა… ბავ­შვის და­ღუპ­ვი­დან 6 წელი იყო გა­სუ­ლი. ზუს­ტად წლის­თავ­ზე დე­დამ­თი­ლი მიჰ­ყვა. ამ­დენ ტკი­ვილს ვე­ღარ გა­უძ­ლო…

რო­გორ გა­აგ­რძე­ლეთ მერე ცხოვ­რე­ბა?

– უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი მოხ­და, მა­ნამ­დე ჩემი შვი­ლის საფ­ლავ­ზე ვერ დავ­დი­ო­დი. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი ძა­ლი­ან ხში­რად მივ­დი­ო­დი. მე­ტიც, ყო­ველ ახალ წელს, ღა­მის 12 სა­ათ­ზე მე და ჩემი მა­მამ­თი­ლი სა­საფ­ლა­ო­ზე ვხდე­ბო­დით… მას მერე ბევ­რი ღამე ვმჯდარ­ვარ სა­საფ­ლა­ო­ზე სა­ოც­რად უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბით.

მოკ­ლედ, მე და ჩემი შვი­ლი, ანო მარ­ტო­ე­ბი მივ­ყვე­ბო­დით ცხოვ­რე­ბას… ერთხე­ლაც, მე­გო­ბარ­მა სა­ბერ­ძნეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წა­მიყ­ვა­ნა. იქ რა­ღაც სი­სუს­ტეს ვგრძნობ­დი. ბავ­შვე­ბით ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. 9 სა­ა­თი გახ­დე­ბო­და თუ არა ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ძი­ნებ­დი. ჩემი მე­გობ­რის­თვის ეს ძა­ლი­ან უცხო იყო, გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, რად­გან სულ სხვა­ნა­ირს მიც­ნობ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად მო­ვეშ­ვი, უე­ნერ­გი­ოდ ვი­ყა­ვი და სულ ძილი მინ­დო­და. მა­ნამ­დე შე­ქა­ნე­ბე­ბი მქონ­და, მი­წისძვრის დროს რომ შე­გა­ქა­ნებს, ისე. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ნევ­რო­ზუ­ლია, გა­და­ვიტ­ვირ­თე-მეთ­ქი. თან ხომ ვი­ცო­დი, რომ იმ­ხე­ლა “ბომ­ბე­ბი” მქონ­და შიგ­ნით, მაგ­რამ მში­შა­რა არ ვარ და ექიმ­თან არ მი­ვე­დი.

და მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და?

– ერთ დღე­საც შვილ­თან სკო­ლა­ში გა­მო­საყ­ვა­ნად მივ­დი­ო­დი. აბა­ში­ძე­ზე ვცხოვ­რობ, ყო­ფილ რი­გის ქუ­ჩა­ზე, ახლა თაქთა­ქიშ­ვი­ლია, რომ ჩა­ვუხ­ვიე და მერე ფა­ლი­აშ­ვილ­ზე გა­ვუხ­ვიე, ძლი­ე­რად შე­მა­ქა­ნა. მე­გო­ნა, პირ­და­პირ მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ მარ­ცხნივ წავ­სულ­ვარ და ხეს შე­ვე­ჯა­ხე. ხემ გა­მა­ჩე­რა, კი­დევ კარ­გი, პირ­და­პირ არ მოვ­წყდი და თავი არ და­ვარ­ტყი. ის ხეა ჩემი გა­დამ­რჩე­ნი… ჩემი შვი­ლის კლა­სე­ლის მა­მას და­ვუ­ნა­ხი­ვარ და სახ­ლამ­დე ამო­მიყ­ვა­ნა. ანოს სკო­ლი­დან მე გა­მო­ვიყ­ვა­ნო. ვერ მოვ­ხვდი, რა მოხ­და. ერ­თა­დერ­თი, რაც მო­ვა­ხერ­ხე, მე­გობ­რის დე­დას, რო­მე­ლიც ნევ­რო­პა­თო­ლო­გია, თან მე­ზო­ბე­ლიც, სახ­ლში რომ მოხ­ვალ, დამ­ხე­დე, რა­ღაც კარ­გად ვერ ვარ-მეთ­ქი, – შე­ვეხ­მი­ა­ნე და სა­წოლ­ზე გა­ვი­თი­შე. რომ გა­ვიღ­ვი­ძე, უამ­რა­ვი ხალ­ხი მედ­გა თავს. მარ­ცხე­ნა მხა­რე მთლი­ა­ნად მოქ­ცე­უ­ლი მქონ­და, მარ­ცხე­ნა ფეხ­სა და ხელს ვერ ვა­მოძ­რა­ვებ­დი. მსინ­ჯავ­და ნევ­რო­პა­თო­ლო­გი და ადა­მი­ა­ნებს სა­ხე­ებ­ზე ვა­ტყობ­დი, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ. ვერ ვხდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია იყო სა­ჭი­რო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო. ინ­სულტზე ეჭ­ვობ­დნენ. გავ­ჯი­უტ­დი, – თუ გა­დავ­რჩი, ხვალ გა­ვიღ­ვი­ძებ და თუ არა, იყოს ისე, რო­გორც იქ­ნე­ბა, არ­სად წა­მო­ვალ-მეთ­ქი… მე­ო­რე დღეს, 15 ოქ­ტომ­ბე­რი იყო და ჩემი და­ბა­დე­ბის დღე…

– არ წაჰ­ყე­ვით?

– არა. რად­გან მე­ო­რე დღეს გა­ვიღ­ვი­ძე, ე.ი. ინ­სულ­ტი არ იყო. მერე ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბარ­მა, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ზურ­გზე მო­მი­კი­და და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნა. სა­ო­ცარ­მა ია რუ­ხა­ძემ თქვა, – ეს ინ­სულ­ტი არ არის, ან სიმ­სივ­ნეა, ან გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი. მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­აა სა­ჭი­როო. თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში სა­კა­ცით მი­მიყ­ვა­ნეს, მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს. მიშა ოკუ­ჯა­ვამ თქვა, – გი­ლო­ცავთ, სიმ­სივ­ნე არ არის, გა­ფან­ტულ სკლე­რო­ზი­აო.

გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი – ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლად გა­ვი­გე. სა­ბო­ლო­ოდ დი­აგ­ნო­ზი სან­დრო ცის­კა­რი­ძემ დას­ვა და გა­დას­ხმებ­ზე გა­მიშ­ვეს. გა­დას­ხმებს ვი­კე­თებ­დი და ვე­რა­ვინ მე­უბ­ნე­ბო­და, უკე­თე­სო­ბა იქ­ნე­ბა თუ, უა­რე­სო­ბა.

რა­ტომ?

– ამ და­ა­ვა­დე­ბას იმ­დე­ნად თა­ვი­სე­ბუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვს. ვის­თან რო­გორ გა­მოვ­ლინ­დე­ბა – იქ­ნე­ბა და­ძი­ნე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, მსუ­ბუ­ქი, მძი­მე, არა­ვინ იცის. გა­დას­ხმე­ბის შემ­დეგ უა­რე­სად გავ­ხდი. მხედ­ვე­ლო­ბა და მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე. ასე­ვე მე­ო­რე ფეხ­ში ძალა წა­მერ­თვა. გა­დას­ხმე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ წელს ქვე­მოთ სა­ერ­თოდ მოვ­წყდი, დავ­ბრმავ­დი და ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი. ჩემ­თან იყ­ვნენ ჩემი და და მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­რი­გე­ბოდ­ნენ. ხე­ლით მა­ტა­რებ­დნენ სა­პირ­ფა­რე­შო­ში, აბა­ზა­ნა­ში. ამ ყვე­ლა­ფერს ჩემს შვილს ვუ­მა­ლავ­დი… ერთხე­ლაც თა­ვი­სი ოთა­ხი­დან გა­მო­ვი­და და და­მი­ნა­ხა, რომ გო­გო­ებს გა­ჭირ­ვე­ბით მოვ­ყავ­დი… შენც უნდა მო­მიკ­ვდეო?! – უცებ შეს­ძა­ხა. ეს სი­ტყვე­ბი არ მა­ვი­წყდე­ბა! მა­ნამ­დე ისე ვი­ყა­ვი, ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ მინ­დო­და. ვი­ფიქ­რებ­დი, რომ და­სას­რუ­ლი იყო და იმ ყვე­ლა­ფერს ვე­გუ­ე­ბო­დი. რაც მალე დას­რუ­ლე­ბა, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. გული მხო­ლოდ იმა­ზე მწყდე­ბო­და, რომ ჩემი შვი­ლის­თვის კი­დევ მქონ­და რა­ღა­ცე­ბი გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ამას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. მა­შინ მე-6 კლას­ში იყო.

მის­მა იმ სი­ტყვებ­მა კი გა­მო­მა­ფხიზ­ლა, თით­ქოს რა­ღაც ორ­მო­დან ამო­მაგ­დო… მე­ო­რე დღი­დან ის ჩემი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი უკან წა­ვი­და – თვა­ლებ­ში სი­ლუ­ე­ტი გაჩ­ნდა, ჩრდი­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე. ლა­პა­რა­კის სწავ­ლა თა­ვი­დან და­ვი­წყე. ცოტა-ცოტა ფე­ხებ­საც ვდგამ­დი, უფრო მარ­ჯვე­ნას… მოკ­ლედ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი ალაგ­და და სი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლურ­და. კვლე­ვებ­ში ჩამ­სვეს – ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­ვი­და.

ექი­მე­ბის­გან რა მი­თი­თე­ბე­ბი იყო?

– ეს და­ა­ვა­დე­ბა არის ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი, – შე­ნი­ვე იმუ­ნი­ტე­ტი შენ­ვე გებ­რძვის. ცხოვ­რე­ბა­ში შეგ­რძნე­ბე­ბიც ასე­თი მქონ­და… მი­თხრეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მზე­ზე ყოფ­ნა, გა­დაღ­ლა, სტრე­სი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, სიმ­შვი­დე და სა­კუ­თარ თა­ვის მი­ყუ­რა­დე­ბა მირ­ჩი­ეს. ეს კარ­გად და­ვი­ჭი­რე და ჩემი თა­ვის მოს­მე­ნა და­ვი­წყე და მე­სი­ა­მოვ­ნა. ჩემს და­ა­ვა­დე­ბა­ზეც ვფიქ­რობ­დი, – ვე­ჭი­დაო თუ ვე­მე­გობ­რო-მეთ­ქი? მე­გობ­რო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მე­გობ­რო­ბა ხომ კარ­გად მთავ­რდე­ბა?!

იმ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თარ თავს მეტი დას­ვე­ნე­ბის, მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი, წამ­ლებ­მაც თა­ვი­სი ქნა. შე­სა­ბა­მის­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­მაც ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო, თუმ­ცა იყო გამ­წვა­ვე­ბის მო­მენ­ტე­ბიც, რე­ცი­დი­ვე­ბი. ეს იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალს მარ­ცხე­ნა ფეხი მო­მეკ­ვე­თე­ბო­და და წა­ვიქ­ცე­ო­დი. ამ ყვე­ლა­ფერს მშვი­დად ვუ­ყუ­რებ­დი. ყვე­ლას­თან გახ­სნი­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი, რომ მე გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი მაქვს.

– ე.ი. ეს და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ პა­ცი­ენ­ტმა უნდა მარ­თოს, ხომ?

– კი, ასეა. რაც ნაკ­ლე­ბია რე­ცი­დი­ვი, პა­ცი­ენ­ტი მით გვი­ან ჩაჯ­დე­ბა ეტ­ლში. ამი­ტომ თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, სა­ნამ ვცხოვ­რობ, მო­ვას­წრო ის, რაც მინ­და, რომ მო­ვას­წრო… ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ არ ჩაჯ­დეს ეტ­ლში.

უბ­რა­ლოდ ჩვე­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბით ეტ­ლში ჩას­ხდო­მის პრო­ცესს ვი­ხან­გრძლი­ვებთ, თუმ­ცა შშმ პი­რის სა­ბუ­თი ყვე­ლას გვაქვს და ყვე­ლას ეკუთ­ვნის პენ­სია… ამ და­ა­ვა­დე­ბის ეტი­ო­ლო­გია არა­ვინ იცის, არ არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, – ვირუ­სუ­ლია, სტრე­სუ­ლია, – ამა­ზე კვლე­ვე­ბი ჯერ კი­დევ მი­დის. აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ იმის და­სად­გე­ნად, რა იწ­ვევს ამ ყვე­ლა­ფერს.

და­ა­ვა­დე­ბას აქამ­დე თუ ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა ჰქონ­და, ახლა პა­ტა­რებ­საც ემარ­თე­ბათ, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ბოლო დროს გა­ი­ზარ­და პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი. მოკ­ლედ, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გეს.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა