28 წლის ქალი დაიღუპა და 4 წლის ბავშვი დაშავდა კიევის ოლქზე თავდასხმისას

2 months ago 15

28 წლის ქალი დაიღუპა 18 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას.

ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშნიკის განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი.

მისივე ინფორმაციით, ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. მის გვერდით მდგარი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები კი ჩამსხვრეულია.

18 მაისის ღამეს კიევის ოლქში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში.

ერთი დღით ადრე, 17 მაისს, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის სუმის ოლქში რუსული დრონით შეტევას. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელოპოლიეს რაიონში დრონით დაარტყეს სამგზავრო ავტობუსს.

სრულად წაკითხვა