"26 მაისისთვის უკვე ბრაზილიის მწვრთნელი ვიქნები" - კარლო ანჩელოტი

2 hours ago 2

ეპოქალური ისტორიის შექმნის შემდეგ კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალს ემშვიდობება. იტალიელმა სპეციალისტმა თავადვე დაადასტურა, რომ 26 მაისისთვის უკვე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი იქნება.

26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიქნები. ეს დიდი გამოწვევაა. მაგრამ მე ჯერ ისევ მადრიდის რეალის მწვრთნელი ვარ. მინდა კარგად დავასრულო ამ დიადი თავგადასავლის ეს ნაწილი. რატომ გახდა ჩემი წასვლა ოფიციალური? იმიტომ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გამოაქვეყნა ეს განცხადება და 26 რიცხვიდან მე ვიქნები ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელი.


რეალი მაშინ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, როცა მოისურვებს. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე არ ვიცი, როდის გამოაქვეყნებენ ისინი განცხადებას. ეს მაშინ მოხდება, როცა საჭიროდ ჩათვლიან. მეტი არაფრის დამატება არ შემიძლია.

- ამბობს ანჩელოტი.

სრულად წაკითხვა