2027 წელს გასამართი 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები გამოირკვნენ

22 hours ago 4

U-20 მსოფლიო ჩემპიონატი 2027: აზერბაიჯანი და უზბეკეთი ტურნირის მასპინძლები იქნებიან

ფიფას საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2027 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს აზერბაიჯანი და უზბეკეთი უმასპინძლებენ.

ორ მეზობელ ქვეყანას ტურნირის ერთობლივი ჩატარების უფლება ფიფას სხდომაზე მიენიჭა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდული მუნდიალი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში გაიმართება.

ამჟამად ტურნირი ჩილეში მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს უძლიერესი 20-წლამდელი გუნდები იბრძვიან ტიტულისთვის. ჩემპიონატის ფინალი 19 ოქტომბერს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გაიმართება.

სრულად წაკითხვა