2026 წლის მაისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო

8 hours ago 6

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის მაისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო, წინა თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (15.1%-იანი ზრდა); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (7.6%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (7.2%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (7%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5.2%-იანი ზრდა); და  ჯანმრთელობის დაცვა (5.1%-იანი ზრდა).

რაც შეეხება სურსათის კატეგორიას, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1%), პური და პურპროდუქტები (7%), ხილი და ყურძენი (6.5%), ზეთი და ცხიმი (6.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4%), რძე, ყველი და კვერცხი (4.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5%). ამასთან, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ჯგუფში ფასები 7%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5%), თევზეული (1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ კატეგორიებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.5%), რძე, ყველი და კვერცხი (1.9%), ზეთი და ცხიმი (0.2%), და შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.1%).

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა