WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„საქსტატის“ მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15.519 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-იანი მატებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და 4.67 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით, 10.84 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6.17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთია, რომელთანაც ექსპორტის მოცულობამ 521.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან ჩინეთი (493 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (437.5 მლნ აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2% შეადგინა.

2026 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.16 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 571.5 მლნ აშშ დოლარით (12.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 356.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.6%).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.65 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.37 მლრდ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1.29 მლრდ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.03 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.7% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 967.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 422.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.9%).

This post is also available in: English