საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 4 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 5.9% იყო, წინა თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასები 1.7%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (10.3%-იანი ზრდა), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (9%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (7.5%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (6.5%-იანი ზრდა).
რაც შეეხება სურსათის კატეგორიას, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.3%), ხილი და ყურძენი (11.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3%), პური და პურპროდუქტები (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3%), ზეთი და ცხიმი (6.3%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ქვეჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ხილი და ყურძენი (3.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1%), თევზეული (1.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%), პური და პურპროდუქტები (0.5%), ზეთი და ცხიმი (0.1%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-2.5%) და რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%).
This post is also available in:

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·