2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 108 475 მოქალაქეს დაევალა შენგენის ზონის დატოვება, მათგან 34 550, ბრძანების საფუძველზე, მესამე ქვეყნებში დააბრუნეს.
დაბრუნებულების უმრავლესობას თურქეთის (3 555), საქართველოს (2 060) და ალბანეთის (2 050) მოქალაქეები შეადგენდნენ. ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზე იყო 2025 წელსაც.
ევროსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, იმ პირთა რაოდენობა, ვისაც ქვეყნის დატოვება დაევალა, 12.8%-ით შემცირდა, ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა რიცხვი 8.1%-ით გაიზარდა.
2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნის დატოვების ბრძანების მიმღებ პირთა შორის ყველაზე მეტი იყვნენ ალჟირის (11 105), მაროკოს (6 435) და სირიის (5 355) მოქალაქეები.
ქვეყნის დატოვების ბრძანებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში (34 880), გერმანიაში (10 360) და ესპანეთში (9 275). მესამე ქვეყნებში ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიამ (7 300), საფრანგეთმა (3 775) და პოლონეთმა (2 660) დააბრუნეს.
ქვეყნის დატოვების დავალების და დაბრუნების მაჩვენებელი განსხვავდება, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, გასაჩივრებით, იდენტიფიცირების პრობლემით, ნებაყოფლობითი წასვლის ვადით და სხვა.
ამ თემაზე:
საქართველო II ადგილზეა EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით

2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·