2025 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 4.0% იყო

7 hours ago 6

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 4.3% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (10.4%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (9.5%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (3.8%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.1%-იანი კლება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.4%-იანი კლება); ტრანსპორტი (1.8%-იანი ზრდა).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.5%), ზეთი და ცხიმი (17%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%), თევზეული (9.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.4%), პური და პურპროდუქტები (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), ხილი და ყურძენი (8.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5%).

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა