2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა დავით კოლდარმა საპატიმრო დატოვა

13 hours ago 7
Davit Koldari left prison; Photo: Natia Gabrava/Facebook

უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ 2024 წლის გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებულმა დავით კოლდარმა, რომელსაც 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ვადის გასვლის შემდეგ საპატიმრო დატოვა.

„დავით კოლდარი დილის 6-ზე გამოაგდეს ლაითურის ციხიდან, იდგა მარტო ციხესთან, რომ არ დავხვედროდით და კადრები არ გვქონოდა, ალბათ“, – წერს აქტივისტი ნათია გაბრავა „ფეისბუქზე“. მისი თქმით, ადვოკატს გუშინ უთხრეს, რომ მას 10:00-დან 10:30 საათამდე გაუშვებდნენ.

პროკურატურამ კოლდარი 2024 წლის 16 აპრილს, პარლამენტთან, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლასა და მისი საქარე მინის ფეხით ჩამსხვრევაში დაადანაშაულა. მედიის ინფორმაციით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მას 2025 წლის 4 თებერვალს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს „სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ და ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა