2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქეს მიენიჭა – საქსტატი

2 weeks ago 10

1

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 3 587 მოქალაქეს მიენიჭა, აქედან 2 739 პირის დაბადების ადგილი საქართველოა.

საქართველოს მოქალაქეობა ყველაზე მეტმა, 2 361-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო.

მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე უკრაინა. ჩამონათვალში ასევე არის ირანის ისლამური რესპუბლიკაც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 პირს შეუწყდა. აქედან 1 177 პირის დაბადების ადგილი საქართველოა.

სრულად წაკითხვა