"2013 წლის ოქროს ბურთი ჩემთვის დღემდე უსამართლოა" - ფრანკ რიბერი

1 month ago 32

მოგეხსენებათ, 12 წლის წინ, 2013 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ბევრი გულშემატკივრის აზრით, აღნიშნული ჯილდო ფრანკ რიბერის ეკუთვნოდა, რომელმაც ამაზე კომენტარი გააკეთა:

2013 წლის ოქროს ბურთი ჩემთვის დღემდე უსამართლოა, რადგან არ ვიცი თუ რატომ გადაწიეს ხმის მიცემის თარიღი 2 კვირაზე მეტით. ამაზე პასუხებს დღემდე ველი, რომლებიც არ მიმიღია.

- თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ 2 კვირაში კრიშტიანუ რონალდუმ შვედეთს ორ თამაშში 5 გოლი გაუტანა და ბევრის აზრით, სწორედ ამან გამოიწვია მისთვის ოქროს ბურთის გადაცემა.

სრულად წაკითხვა