“2012 წლის შემდეგ უარი ვთქვით ვიტრინის ფუნქციაზე და ამის გამო ვისჯებით დასავლეთისგან” – ზაალ ანჯაფარიძე

4 months ago 20

საქართველოსა და უკრაინაში წინა და მოქმედი ხელისუფლებების შეფასებას “ვიტრინის ფუნქციის” – მცნების შემოტანით ახდენს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველო იყო პოსტსაბჭოთა სივრცეზე დასავლეთის მზარდი გავლენის ერთგვარი ვიტრინა. ამ ვიტრინის ფუნქციის შესრულება ქვეყანას ტერიტორიების 22% დაკარგვად და ოკუპაციად დაუჯდა.

2012 წლის შემდეგ უარი ვთქვით ვიტრინის ფუნქციაზე და ამის გამო ვისჯებით დასავლეთისგან.

საქართველოს მსგავსად, უკრაინა ჯერ პოროშენკოს, შემდეგ კი ზელენსკის მმართველობის დროს, პოსტსაბჭოთა სივრცეზე დასავლეთის გავლენების ზრდის ვიტრინა გახდა.

შედეგები ცნობილია, თუმცა უკრაინა აგრძელებს ვიტრინის ფუნქციის შესრულებას. არ შეასრულებს – დასჯიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

სრულად წაკითხვა