2 ოქტომბერს PACE-ში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

5 days ago 9

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს საქართველოს შესახებ დებატებია დაგეგმილი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდის თანახმად, დებატების სახელწოდებაა “დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში”.

საქართველოს გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ასევე გაიმართება შემდეგი დებატები: “რუსეთი: ახალი საფრთხეები ევროპული დემოკრატიებისთვის”, “მონიტორინგის შემდგომი დიალოგი ბულგარეთთან”, “სასწრაფო მოწოდება დამანგრეველი ჰუმანიტარული კატასტროფისა და ღაზაში ჟურნალისტების მკვლელობის დასრულებისკენ”, და სხვა.

სრულად წაკითხვა