19-წლამდე წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა

1 month ago 22

საქართველოს 19-წლამდე წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

ჩვენი გუნდის რიგებში გოლები ანანო წიქარიძის, ანასტასია ბუჩუკურის და ლიზი კაკულიას ანგარიშზეა. საქართველოს და სომხეთის 19-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი ლავრენტი დავითაშვილის გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

სომხეთთან მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩვენი გუნდი ბ ლიგის მეხუთე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.

NAKREBI.GE

სრულად წაკითხვა